უკვე წელიწად ნახევარია შეყვარებული ვარ. ვგიჟდები მასზე და რაც ყველაზე მთავარია, ის ჩემზე. ერთმანეთი, საერთო მეგობარმა გაგვაცნო. თავიდანვე ძალიან მომეწონა და მიუხედავად იმისა, რომ მას bf ყავდა, მაინც დაუწყე ,,ჩალიჩი”. დანახვის თანავე მივხვდი, რომ ეს ბიჭი, მხოლოდ ერთი ღამისთვის არ მინდოდა, ამიტომ დავიწყე მისი საფუძვლიანად შესწავლა.
ადვილად ვატყობ ადამიანს, თუ რამდენად მიმზიდველი ვჩანვარ მის თვალში. ჩემს მიერ ამორჩეულ სამიზნეს კი, ეს ყველა ნაპერწკალი აშკარად ეტყობოდა თვალებში, მეც მეტი რა მინდოდა… მოკლედ დაიკერა :p
შევხვდით ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. მერე გავზარდეთ დღეში ნახვების ლიმიტი. მოგვიანებით უკვე ერთად ვგეგმავდით ხრიკებს, როგორ აგვეცილებია თავიდან მის, ეგრედწოდებული bf_თან ფიქტიური პაემნები. ბოლოს და ბოლოს, ის მესამეც ჩამოვიშორეთ, ერთმანეთს მაგრად ჩავჭიდეთ ხელები და აგერ უკვე წელიწად ნახევარია, არავის ვაძლევთ უფლებას, ეს ჯაჭვი ჩაწყვიტოს!
ჩვენს ურთიერთობას, ადვილად შეგვიძლია უწოდოთ იდეალური. არ გვაქვს არანაირი პრობლემა, მიუხედავად იმისა რომ სულ ერთად ვართ, ხშირად ერთად გვძინავს (ხან მასთან, ხან ჩემთან სახლში), დღეში 6–7 საათს ვსაუბრობთ ტელეფონზე, ერთად დავდივართ დასასვნებლად და ა.შ. მაინც ვახერხებთ იმდენს, რომ ყველას ჩვენს ირგვლივ, ერთმანეთის საუკეთესო ძმაკაცები ვგონივართ. რას ვიზამთ, საქართველოა და ჩვენც ასე გვირჩევნია.
შევეცადე მოკლედ ამეღწერა ჩემი და მისი ურთიერთობა, ეხლა კი დავუბრუნდეთ პოსტის ძირითად თემას. თავიდანვე უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენი გრძნობების გაღრმავების დღიდან, სექსუალური კავშირი მესამე პირთან, არც მას და არც მე აღარ გვქონია. ჯამში გამოდის, რომ უკვე წელიწადი და სამი თვეა, მხოლოდ ერთ ადამიანთან მაქვს სექსი. თავიდან ეს ერთგულობანას თამაში ორივეს მოგვწონდა, დღეს უკვე იმდენად შორს ,,შევტოპეთ”, წარმოუდგენლადაც კი გვეჩვენება, როგორ უნდა აგვიდგეს სხვაზე 🙂
ურთიერთობის დებიუტში, სექსის ამბავშიც იდეალურად გვქონდა საქმე. თითქმის მაქსიმალურად ვაკმაყოფილებდით ერთმანეთს და ამას ვაკეთებდით იმდენჯერ დღეში, რამდენჯერაც მოგვინდებოდა. რომ დავფიქრდე, ასეთ რეჟიმში შეიძლება წელიწად ნახევარი მართლა ვერ გამექაჩა, მაგრამ, ასე უცებ თუ დაგვეწყებდა პრობლემები ნამდვილად არ მოველოდი. საქმე ის არის, რომ უკვე ჩვეულებრივ ამბავად გვექცა ერთად ძილი, მთელი ღამის გატარება და ამ დროს არანაირი სექსი. წარმოიდგინე გძინავს ადამიანთან რომელზეც აფანატებ, თან მასაც იგივე ემართება შენდე და მიუხედავად ამისა, დილა თენდება სექსის გარეშე. რამდენად პრობლემაა ეს ჩვენთვის არ ვიცი მაგრამ ამაზე ხშირად რომ გვისაუბრია ერთმანეთში ფაქტია. მიუხედავად თემის საფუძვლიანად განხილვისა, დღემდე ვერ დაგვიდგენია, რატომ ვერ ვკმაყოფილდებოდით, ურთიერთობის დაწყების დებიუტში, დღეში სამ–ოთხჯერ სექსით და რატომ გვყოფნის, უკვე წელიწად ნახევრის შემდეგ, კვირაში სამჯერ?!
მოკლედ დასკვნა. ხანგრძლივი ურთიერთობა ერთ პარტნიორთან, მითუმეტეს თუ მისდამი უდიდეს სიყვარულს განიცდი, მნიშვნელოვნად ამცირებს სექსუალურ მოთხოვნილებებს. პირადად მე, სხვა ,,მეტრაკესთან” ღამეში სამ–ოთხჯერ გათავებას, დღეს უკვე მილიონჯერ მირჩევნია ჩემს ანგელოზთან, მაგრად ჩახუტებულს მეძინოს.
არ დავფიქრებულვარ ამ თემაზე. ჰმმ