Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘მოდა’ Category

2011 წლელი უკვე გავაცილეთ მაგრამ, ვფიქრობ საინტერესო იქნება ვნახოთ, ვინ იყო მოდის სამყაროში,  გასული წლის ყველაზე პოპულარული და აქტუალური სახე.

models.com_ის გამოკითხვაში, სხვადასხვა ბრენდმა მიიღო მონაწილეობა და სწორედ მათი შერჩევით, გამოვლინდა 2011 წლის ყველაზე მოდური 50 სახე.  ბლოგზე გაგაცნობთ, top–ჩამონათვალის ათეულს. დანარჩენი ,,ანგელოზები”  კი შეგიძლიათ models.com_ზე იხილოთ.

1.  Sean O’Pry

(more…)

Advertisements

Read Full Post »

 

უკრაინის მოდის კვირეულზე ბიჭოლამ და ანუკა არეშიძემ ერთობლივი კოლექცია წარმოადგინეს. ”ANOUKI BICHOLLA”-ს ჩვენება საკმაოდ ეპატაჟური გამოდგა.  შეგახსენებთ, ანუკა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანის, კახა კალაძის ცოლია, ბიჭოლას კი ყველა იცნობთ.

ჩვენებას შოუს ელემენტები შემატა   ”ANOUKI BICHOLLA”-ს მიერ გაზმანულმა, მსოფლიოში უკვე კარგად ნაცნობმა უკრაინულმა ჯგუფმა Kazaky, რომლებიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ისე მოძრაობდნენ, ბევრ ქალს შეშურდებოდა.  უკრაინული გამოცემა ”segodnya.ua” წერს, რომ “ANOUKI BICHOLLA”-ს ჩვენება ნამდვილ შოუდ იქცა. პოდიუმზე გამოსულ მოდელებს მასიური ყელსაბამით გაფორმებული გამჭვირვალე კოფთები და ლედი გაგას სტილის ფეხსაცმელები ეცვათ. უხეში სვიტერი თამამად იყო შეხამებული შიფონის ქვედაბოლოებთან.

უკრაინაში ანუკამ თავისი ნამუშევრები პირველად წარმოადგინა. მეუღლის მხარდასაჭერად ჩვენებაზე კახი კალაძეც მივიდა. კიევის მოდის 28-ე კვირეული 21 მარტს დასრულდება. მოდის კვირეულზე 50 დიზაინერის ჩვენაბაა დაგეგმილი.

Read Full Post »

Louis Vuitton

არ მიყვარს ვიკიპედიით ხელმძღვანელობა და პოსტის მისივე ენით გადმოცემა.  მაგრამ ამ შემთხვევაში, იმდენად სრულყოფილი და გამართულ თარგმანს გვაწვდის ქართული ვიკი, ჩემი პოსტის თემასთან დაკავშირებით, სხვა უცხოური საიტებიდან თარგმნა, აღარ ჩავთვალე საჭიროდ და მხოლოდ სურათებით გაფორმებით შემოვიფარგლე.

მაშ ასე, მე და ვიკი, წარმოგიდგენთ მსოფლიო ბრენდს, მარკას რომელიც ერთდროულად მოდურია ქალისა თუ მამაკაცისთვის.  ბრენდი, რომელიც განსაკუთრებით მომწონს და ვარ მისი ხშირი მომხმარებელი.

Louis Vuitton

დღესდრღეისობით Louis Vuitton-ის ლოგო ამშვენებს ჩანთებს, ჩემოდნებს თუ საფულეებს მთელი მსოფლიოს გარშემო. ამ ფირმის ისტორია დაიწყო იმ დღიდან, როდესაც 33 წლის ლუისმა პარიზში გახსნა ჩემოდნების მაღაზია.

ლუისი დაიბადა 1821 წელს პატარა ქალაქში. 14 წლის ასაკში მან დატოვა სახლი და დასახლდა პარიზში. 2 წლის შემდეგ ლუისი ნაპოლეონ მესამემ აირჩია რათა გაეკეთებინა ჩემოდნები იმპერატრი ეუჯინის კაბებისთვის. ლუის ვუიტონის შექმნილი ჩემოდნები გამოირჩეოდნენ თავისი პრაქტიკულობით. ლამაზმა დიზაინმა და მაღალმა ხარისხმა ვუიტონის ნამუშევრები პოპულარული გახადა პარიზის მაღალ საზოგადოებაში.

1860 წელს მან ქარხანა გააფართოვა და ასნიერესში გადავიდა საცხოვრებლად. მან მალევე გაითქვა სახელი საფრანგეთის გარეთ. 1867 წელს მან აიღო ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ბაზარზე ხოლო უკვე 1889 წელს კი ოქროსი. ლუის ვუიტონი გარდაიცვალა 1892 წელს, 71 წლის ასაკში.

მამის გარდაცვალების შემდეგ, მისმა შვილმა ჯორჯ ვუიტონმა განაგრძო მამის საქმე და ’’Louis Vuitton’’ აქცია მსოფლიო მარკად. 1893-1936 წლებს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ოქროს წლებბი ამ ბრენდისთვის.

(more…)

Read Full Post »

როგორც სხვა დანარჩენი დეტალი, ქართველი მამაკაცებისთვის, სტილი ვარცხნილობაში, სამწუხაროდ დღემდე უმნიშველოა.  საუბედუროდ, შემორჩენილია ის მდაბიო დამოკიდებულება, რომელიც ოდიდგანვე ახასიათებდა ქართველ კაცს.  საკუთარი სტილის აფიშირებას რომ თავი ვანებოთ, ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ დღემდე თითით საჩვენებელი ხდება, უარყოფით კონტექსტში, ამ მხრივ გამორჩეული ყმაწვილები. იარლიყი უცვლელია – ფუ პიდარასტი!

სინამდვილეში კი, მოვლილი თმა მამაკაცის მიმზიდველობისა და წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია. სამოსი, რომელიც შესაძლოა თვალშისაცემი იყოს, მაინც ნაკლებ ეფექტს იძენს, თუ შესაბამისად არ გაქვს თმა  მოწესრიგებული.  თუმცა ყველას როდი აქვს იმის საშუალება, რომ თმა საკუთარი სურვილისამებრ მოაქციოს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია გემოვნება. ოდნავ ტალღოვანი, ხშირი თმა ბუნების ნამდვილი საჩუქარია, რადგანაც მისთვის შეიძლება შეირჩეს ვარცხნილობის, სტილის უამრავი ვარიანტი. ამ ტიპის თმის შეჭრისას უხეშ შეცდომად ითვლება თმის დიდი რაოდენობით აღება საფეთქლებთან. ასეთი ვარცხნილობა აკურატულად კი გამოიყურება, მაგრამ მეტისმეტად კონსერვატიულია, თანაც მალე კარგავს ფორმას. მისაღები ვარიანტია ზემოთ ოდნავ გრძლად დატოვება, გვერდებზე და უკან – შედარებით მოკლედ გაკრეჭა. უფრო თანამედროვე სტილისაა ვარცხნილობა, რომლის დროსაც თმის სიგრძე ყველგან ერთნაირი რჩება – 3-4-სმ. ასეთ შემთხვევაში გექნებათ მოვლილი და ბუნებრივი იერი.

მინდა შემოგთავაზოთ, გემოვნებიანად გადაწყვეტილი, თმის ათი, ჩემი აზრით ყველაზე მოდული ,,პრიჩო”.  იმაზე უკვე შევთანხმდით რომ ჩემს განსხვავებულ გემოვნებაზე არ უნდა ვიდაოთ. კომენტარებში უბრალოდ შეგიძლიათ საკუთარი სტილი გამოავლინოთ.

(more…)

Read Full Post »

მამაკაცი და ტრუსები

მამაკაცი, ტრუსებში –  განსაკუთრებით მაშინ, თუ ის მოდურად და გემოვნებით არის მოხდენილი, ორმაგად სექსუალურია და შეიძლება ითქვას, თანაბრად მიმზიდველი, ორივე სქესისთვის.  მამაკაცის  საცვლები ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფა, ესენია: სექსუალური ტანგა ბიკინი, მოკლე ტრუსები, თავისუფალი ბოქსერები და მოტკეცილი ბოქსერები.  ჩატარებული გამოკვლევენის მიხედვით, მამაკაცების 57% უპირატესობას ანიჭებს მოკლე ტრუსებს, 18% მოტკეცილ ბოქსერებს, 29% თავისუფალ ბოქსერებს.  ამ გამოკვლევენის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ რომ, მამაკაცების უმეტესობა, მოდას ჩამორჩენილია და უპირატესობას ანიჭებს ისეთ საცვლებს, როგორებიც მათ მამებს აცვიათ.  სინამდვილეში კი, მოკლე ტრუსები, თანამედროვე სტილში, კატეგორიულად არ ჯდება.  ტრუსებმა, რომელშიც გამოკვეთილია მამაკაცის სიამაყის სილუეტი, უკვე კარგახანია თავის აქტუალობა დაკარგა და დღეს უკვე, ყველაზე არამოდურ სამოსად ითვლება.  ერთ-ერთი გამონაკლისი ამ შემთხვევაში ლეოპარდის ლაქებია, რომელიც დღემდე არ კარგავს თავის მხურვალებას.

კვირის განმავლობაში, შესაძლოა, სულ რამოდენიმე ადამიანმა გნახოს საცვლებში, თუმცა ამის მიუხედავად, თანამედროვე მამაკაცი, მაინც  დიდ ყურადღებას აქცევს, თუ როგორი ტრუსი აცვია.  ამ დეტალზე, მნიშვნელოვნად ამახვილებს ყურადღებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცის,  წინ   ეროტიული საღამო ელის.

პირადად ჩემი რეკომენდაციით, ის ვინც ეძებს კომფორტს და ამავდროულად არ სურს ჩამორჩეს მოდას,  ვურჩევდი მოტკეცილ ბოქსერებს.  მოტკეცილი ბიქსერები შეუცვლელია ვარჯიშის დროს და მათთვის ვინც მთელი დღე ზის. ასეთი საცვალი არ იხლართება ფეხებში, გემრიელადაა მოტკეცილი ფეხებზე და ერთ ადგილზე ზის.  მნიშვნელოვანი მომენტია საცვლის ფასიც. გამომდინარე იქიდან, რომ მოტკეცილი ბოქსერებ სუპერ მოდურია, მათ საკმაო ფასიც აქვთ. ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ უფროს თაობას იაფფასიანი ფართხუნა შორტები ურჩევნიათ ძვირად ღირებულ, მოდურ და ძვირ მოტკეცილ ბოქსერებს.

იმედი გვაქვს პოსტი  დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ უფრო მოდური, მოხერხებული და რაც მთავარია თქვენთვის შესაფერი საცვალი. უბრალოდ იქონიეთ თითი-თითო ყველა სახის ტრუსი და სხვადასხა საქმიანობის დროს შესაფერისი ტრუსი ჩაიცვით.

(more…)

Read Full Post »

ჯონ გალიანოს სტილი

გალიანოს საკმაოდ ცვალებადი სტილი ახასიათებს. თუმცა შეიძლება ითქვას, ყოველთვის მიზანში ურტყამს.  მამაკაცების კოლექციაზე მუშაობა,  2010 წელს, იტალიური მოდის გიგანტის ,,ittiere”_ს დაკვეთით დაიწყო და შეიძლება ითქვას, შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.  გალიანოს მამაკაცის საგაზაფხულო კოლექციამ, ყველა ერთბაშად გააოცა და აღფრთოვანებაში მოიყვანა. საოცრად დახვეწილი სტილი, შავი და ნაცრისფერი, ოდნავ ქალური, აბსოლიტურად არაეპატაჟური, ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილი სამოსი, რომელიც მიუხედავად ჩვენების თემატურობისა, უდაოდ თანამედროვე და არა ჩვეულიებრივია!

 

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: