Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘Top 10’ Category

2011 წლელი უკვე გავაცილეთ მაგრამ, ვფიქრობ საინტერესო იქნება ვნახოთ, ვინ იყო მოდის სამყაროში,  გასული წლის ყველაზე პოპულარული და აქტუალური სახე.

models.com_ის გამოკითხვაში, სხვადასხვა ბრენდმა მიიღო მონაწილეობა და სწორედ მათი შერჩევით, გამოვლინდა 2011 წლის ყველაზე მოდური 50 სახე.  ბლოგზე გაგაცნობთ, top–ჩამონათვალის ათეულს. დანარჩენი ,,ანგელოზები”  კი შეგიძლიათ models.com_ზე იხილოთ.

1.  Sean O’Pry

(more…)

Read Full Post »

Tog 10 გეი ფილმი

ქვემოთ ჩამოთვლილ ათეულში, მოხვდა ის ფილმები, რომლებსაც ვთვლი რომ საუკეთესოა ამ თემატიკაზე შექმნილ სხვა ფილმებთან შედარებით.  არ არის აუცილებელი, გხიბლავდეთ ან არ გხიბლავდეთ გეი სიუჟეტზე გადაღებული ფილმები, ეს ის ჩამონათვალია, რომელიც აუცილებლად ღირს ერთხელ მაინც ნახოთ.  შთაბეჭდილებების გაზიარება, კი პოსტის ქვემოთ, კომენტარებში შეგიძლიათ 😉 ველი თქვენს შეფასებებს!

10. c.r.a.z.y. ( 2005)

(more…)

Read Full Post »

გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი, აღიარებული გეი მომღერლების ტოპ ათეულს მეორე ნაწილს (I ნაწილი ).  დარწმუნებული ვარ, ზოგი თქვენთვის კარგად ნაცნობი სახეა, ზოგს კი იმედი მაქვს, ჩემი ბლოგიდან გაიცნობთ

1.  Freddy Mercury

2.  Will Young

(more…)

Read Full Post »

არ ვარ დარწმუნებული და არც მინდა ვამტკიცო, რომ ფეხბურთელები, რომლის ფოტოებსაც პოსტის გალერიაში გთავაზობთ, ნამდვილად არატრადიციული ორიენტაციის მატარებლები არიან.  მაგრამ ფაქტია, მაშინ როცა მათ ყველაზე მეტად უხარიათ,  ყველაზე გულწრფელები და თამამები არიან, ყველანაირი კომპლექსი ეხსნებათ და ბევრისთვის უკადრებელს ,,კადრულობენ”.  ზოგი თავისდაუნებურად, ზოგი კი სრულიად გულწრფელად გამოხატავს  მიდრეკილებას საკუთარი სქესის მიმართ.  არანაირი ფოტოშოპი,  გთავაზობთ რეალურ, გეი თემატიკის ფოტო მასალას, მსოფლიო ფეხბურთის მოტივებზე 😉

(more…)

Read Full Post »

გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი, აღიარებული გეი მომღერლების ტოპ ათეულს.  დარწმუნებული ვარ, ზოგი თქვენთვის კარგად ნაცნობი სახეა, ზოგს კი იმედი მაქვს, ჩემი ბლოგიდან გაიცნობთ 🙂

1. Elton John

(more…)

Read Full Post »

როგორც სხვა დანარჩენი დეტალი, ქართველი მამაკაცებისთვის, სტილი ვარცხნილობაში, სამწუხაროდ დღემდე უმნიშველოა.  საუბედუროდ, შემორჩენილია ის მდაბიო დამოკიდებულება, რომელიც ოდიდგანვე ახასიათებდა ქართველ კაცს.  საკუთარი სტილის აფიშირებას რომ თავი ვანებოთ, ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ დღემდე თითით საჩვენებელი ხდება, უარყოფით კონტექსტში, ამ მხრივ გამორჩეული ყმაწვილები. იარლიყი უცვლელია – ფუ პიდარასტი!

სინამდვილეში კი, მოვლილი თმა მამაკაცის მიმზიდველობისა და წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია. სამოსი, რომელიც შესაძლოა თვალშისაცემი იყოს, მაინც ნაკლებ ეფექტს იძენს, თუ შესაბამისად არ გაქვს თმა  მოწესრიგებული.  თუმცა ყველას როდი აქვს იმის საშუალება, რომ თმა საკუთარი სურვილისამებრ მოაქციოს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია გემოვნება. ოდნავ ტალღოვანი, ხშირი თმა ბუნების ნამდვილი საჩუქარია, რადგანაც მისთვის შეიძლება შეირჩეს ვარცხნილობის, სტილის უამრავი ვარიანტი. ამ ტიპის თმის შეჭრისას უხეშ შეცდომად ითვლება თმის დიდი რაოდენობით აღება საფეთქლებთან. ასეთი ვარცხნილობა აკურატულად კი გამოიყურება, მაგრამ მეტისმეტად კონსერვატიულია, თანაც მალე კარგავს ფორმას. მისაღები ვარიანტია ზემოთ ოდნავ გრძლად დატოვება, გვერდებზე და უკან – შედარებით მოკლედ გაკრეჭა. უფრო თანამედროვე სტილისაა ვარცხნილობა, რომლის დროსაც თმის სიგრძე ყველგან ერთნაირი რჩება – 3-4-სმ. ასეთ შემთხვევაში გექნებათ მოვლილი და ბუნებრივი იერი.

მინდა შემოგთავაზოთ, გემოვნებიანად გადაწყვეტილი, თმის ათი, ჩემი აზრით ყველაზე მოდული ,,პრიჩო”.  იმაზე უკვე შევთანხმდით რომ ჩემს განსხვავებულ გემოვნებაზე არ უნდა ვიდაოთ. კომენტარებში უბრალოდ შეგიძლიათ საკუთარი სტილი გამოავლინოთ.

(more…)

Read Full Post »

ბლოგზე დავამატე კატეგორია –  Top 10. სადაც მინდა პერიოდულად, ჩემს მიერ შედგენილი, თემატური ათეული წაროგიდგინოთ.  ამჯერად გთავაზობთ იმ მამაკაცების ჩამონათვალს, რომლებსაც ყველაზე სიმპატიურ, სექსუალურ და მიმზიდველ მამაკაცებად ვთვლი,  მთელს მსოფლიოში. გემოვნებაზე არ დავობენ!შესაბამისად, ნურც მათ შეფასებაში შემედავებით, ისინი უბრალოდ ჩემი ფავორიტები არიან 🙂

1.  Ian Somerhalder

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: