Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

,,მეფე ლომი”  – ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი ანიმაციური ფილმია.  ბოლო ჯერზე, სულ რამოდენიმე დღის წინ ვნახე და ვფიქრობ საინტერესო აღმოჩენაც გავაკეთე.   ღრმა ბავშობაში, ვერც კი წარმოვიდგენდი,  დისნეის ამ დონის ნამუშევარში, თუნდაც პატარა დოზით, გეი თემატიკა თუ იქნებოდა ჩადებული. არ ვიცი, ,,მეფე ლომის” შემქმნელები ფიქრობდნენ თუ არა საერთოდ ამაზე, თუმცა ფაქტია, შეარის გმირი – საკმაოდ მანერული გამოუვიდათ.  თავს ვერ დავდებ, რომ სიმბას ბოროტი ბიძა, გეი ლომია, მაგრამ მაინც სახალისოდ მოგეჩვენებათ ეს უცნაური ექსპერიმენტი რომელზე დაკვირვებაც არც თუ ისე რთულია.  ვნახოთ რა გამომივიდა 🙂

Continue Reading »

უკვე მივეჩვიეთ, ქართული საზოგადოების საკმაოდ არაადეკვატურ რეაქციას თითქმის ყველა საკითხზე. დღეს ლერი ბექაურის ირგვლივ ატეხილ, საკმაოდ არაჯანსაღ გამოხმაურებას მინდა შევეხო. დიდხანს ვიკავებდი თავს, რაიმე დამეწერა ამ თემაზე.  მითუმეტეს თავის დროზე ვცადე და დიდი უარი მივიღე თავად ,,ნიჭიერის” მონაწილესგან.  ბექაურს დავუკავშირდი, ავუხსენი ვინ ვარ, რომ მინდა თემის ირგვლივ პოსტი გამოვაქვეყნო ბლოგზე, მაგრამ მან უარით გამისტუმრა – თუ გინდა ჩემი ჩაწერა, შემხვდი და  მშვიდ გარემოში ვისაუბროთო.

ლერის და მე, საერთო მხოლოდ ის გვაქვს, რომ ორივე არატრადიციული ორიენტაციის ვართ, სხვა მხრივ, განსხვავება კი საკმაოდ დიდია. სწორედ მისი ცხოვრების წესის, მისი შეხედულებების და არაჯანსაღი აზრების გამო, არ ჩავთვალე საჭიროდ, ჩვენი კონტაქტი ,,ლაივში” შემდგარიყო.  ბლოგის არსებობის დღიდან, ვმალავ საკუთარ ვინაობას და ამას, ჩემის მხრიდან, აქვს გამართლება .

მოკლედ ინტერვიუ არ შედგა. სამაგიეროდ ლერიმ მიიღო ის რაც სჭირდებოდა. თემას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა პრესაში და ტელევუიზიაშიც. რამოდენიმე დღის წინ კი, ექსკლუზივების მოყვარულ შოუშიც  ვიხილეთ გარყვნილი გეის, კიდევ ერთი Coming out.

კესო, სექსო დღეს უკვე ლერი. დიახ ეს ჩვენი შეცდომაა! იდეაში ანტიჰომოფობიური სიუჟეტებს, მსგავსი ადამიანების ცხოვრების წესის აფიშირებით, ქართველი საზოგადოება,   ნებით თუ უნებლიეთ,  კიდევ უფრო დიდ ჩიხში შეყავთ  ჩვენი ტელევიზიების ბოსებს!

ქადაგებენ – მივიღოთ ისინი, ვიმეგობროთ მათთან, ასეთებიც არსებობენ და ეს ცუდი არ არის – სინამდვილეში, დაცინვა და ფარული ზიზღი, ყველაზე მეტად იკითხება მსგავსი ადამიანების პათოსში!

კონკრეტულად ნანუკას შოუში, თემა საკმაოდ უცნაურად განიხილეს და ეს მოსალოდნელიც იყო ჩემთვის, როცა გაირკვა, ვინ ჰყავდათ რესპონდენტი.  საკითხავია,  რეალურად აინტერესებდა თუ არა დასმულ კითხვებზე პასუხი გადაცემის წამყვანს, თუ ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ   კიდევ ერთთხელ,  კონკურენტი ტელევიზიისთვის  დაეწერათ მინუსი?!  აშკარაა, მეორე ვარიანტი მეტად საგულისხმოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი კითხვები, უადგილო უნდა ყოფილიყო ადამიანისთვის, რომელიც სრულიად უნიჭოდ, მთელი ქვეყნის დასანახად აქნევს უკანალს.  თვლის რომ,  მახინჯია სულიერად და რომ მასთან მეგობრობა, კიდევ უფრო სახიფათოა.

სხვა თემაა, რეალურად რა პასუხები უნდა გაეცეს ნანუკას კითხვებს და სჭირდება თუ არა საზოგადოებას ამის ცოდნა?! რათქმაუნდა სჭირდება და კარგი იქნება თუ ამაზე დავფიქრდებით, თუმცა გასათვალისწინებელი ერთია, ჰომოფობიის დამარცხებაში და მის წინააღმდეგ ბრძოლაში,  ტავად ჰომოსექსუალებისგან არ უნდა ითხოვდე დახმარებას.

პირველი და უმთავრესი მოთხოვნა, ქართული საზოგადოებისგან მასობრივი   Coming out. მაშინ როცა არავინ იძლევა გარანტიას რომ მიგიღებენ ისეთივეს როგორიც ხარ.  უცნაურია, აპიარებენ ადამიანებს, ვინც უბრალოდ ვერ ახერხებს, დამალოს თავისი ,,არაჩვეულებრივობა” და მაგალითად მის ცხოვრების წესს გვიდებენ ცხვირ წინ.

აი ასე ქენით, აი ასე მოიქეცით, დაგვენახეთ, გაგვეცანით და მერე ვიმსჯელებთ თქვენს საკითხზეო – ეს გგონიათ რეალური გამოსავალი? ძალიან ცდებით! საქმე იქამდე მივა, რომ საკუთარი შვილები დაგიწყებენ თამაშს, ისე იჟიმავებენ თავიან სქესთან, ისე გაირყვნებიან, აზრზეც ვერ მოხვალთ!

თქვენ ჩვენზე მეტად გჭირდებათ დამარცხებული იყოს საქართველოში ჰოპმოფობია!

თუ არც გინდათ რაა – პოზიოცია თქვენთვის უფრო დამღუპველია და გირჩევთ დაფიქრდეთ. ჩვენ თამაში არ გვეშლება, ჩვენ ბოლომდე დავიმალებით მაგრამ, ის მაგალითები, რასაც წინ დებთ, კიდევ უფრო გარყვნის და დაამახინჯებს თქვენივე შვილების სულებს, რაც ასე საგანგაშოთ გეჩვენებათ.

შეხედეთ ევროპას, ნახეთ რა ხერხებით ებრძვის მსოფლიო ჰომოფობიას. სად დაინახეთ რომ ლერის, კესოს ან სექსოს  დარ ადამიანებს აპიარებენ?  რატომ ფიქრობთ რომ გარყვნილება უმთავრესი წესია ჩვენი ცხოვრების და რომ ამ მხრივ უნდა მოხდეს ჩვენს მიმართ სოლიდარობა?

ფიქრობთ რომ შიშველი ქალის ეროტიულ ცეკვაზე, შვილებს თვალებზე ხელი უნდა ააფაროთ და ლერის ცეკვა საგანგებოთ აჩვენოთ რომ ჰომოფობი არ გაგეზარდოს?  დაე ასე მოიქეცით, თქვენ უკვე დაღუპული ხართ!

ირაკლი ქუთათელაძე, პირველად ფართო მასებმა, 2008 წლის ჯეობართან და მის გეი მონაწილე –  პაკოსთან მომხდარი სკანდალის შემდეგ გაიცნო.  მაშინ, 23 წლის ირაკლი, რუსთავი2_ს მიერ უარყოფილი  მეგობარის,  პაკოს  პიარ მენეჯერად მოგვევლინა და მის იმიჯზე დაიწყო ზრუნვა.

სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ირაკლი ქუთათელაძის  Coming out. მაშინ ახალგაზრდა ბიჭმა, პირველად განაცხადა ტელევიზიის ეთერით, რომ ბისექსუალია და ამით ამაყობს.

როცა იცი რომ შენ ხარ რაღაც მხრივ განსხვავებული, არასრულფასოვანი მამაკაცი, გაქვს რაღაც შიში. მე ერთადერთი რამის მეშინია, მეშინია ღმერთის. იმის რომ ოდესმე წავრსდგები მის წინაშე და არ ვიცი რა მელის.  ყოველთვის დავდივარ ეკლესიაში, ვცდილობ დავესწრო წირვას, ლოცვებს, მე ვარ და ვიქნები მუდამ ქრისტიანი, მიუხედავად იმისა რომ არ ვარ ტრადიციული ორიენტაციის.

ჩვენც ვართ ისეთივე ადამიანები, როგორც დანარჩენი სხვა ყველა. ვსვამთ იმავე წყალს რასაც სხვები, ვიკვებებით იმავე საკვებით, რითაც სხვები და ვსუნთქავთ იმ ჰაერს როგორც ყველა.  ერთადერთი ჩვენ იმით განვსხვავდებით, რომ ვართ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები და ეს არ არის ნაკლი!

ირაკლი – 2008 წ.

ამ სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა.  აღიარებამ, როგორც მისი მეგობრები ამბობენ  და თავადაც აღნიშნავდა, პირიქით ხელის შემწყობი აღმოჩნდა ირაკლის ცხოვრების უკეთ წარმართვაში.

სამწუხაროდ ვერ დავადგინე  რატომ არის სიუჟეტში ირაკლი სხვა გვარით.  იგი ქუთათელაძეა და გვრი არასდროს გამოუცვლია. შეიძლება თავად  ჟურნალისტს გაეპარა შეცდომა, სახვა ახსნა უბრალოდ ვერ მოუძებნე ამ ფაქტს.

მოგვიანებით ირაკლის სახელმა გაიჟრერა სასტუმრო მარიოტში მოკლული სტეფან კოენის საქმესთან დაკავშირებით, სადაც იგი ამ ფაქტის კიდევ უფრო დეტალურ გამოძიებას ითხოვდა.  ირაკლის თქმით, სტეფანი მისი მეგობარი იყო და განაცხადა რომ ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვებოდა.

ბოლო სიახლე, ირაკლისთან დაკავშირებული, ბლოგ ,,ცისარტყელაზე” გაჩნდა, რომელიც იუწყებოდა ქუთათელაძის შესაძლო გამგზავრებას ,,გეი ევროპა 2011″_ზე.

დღეს გავრცელებული ინფორაციით კი, ასათიანის ქუჩაზე 26 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ირაკლი ქუთათელაძე მეგობრებმა ბინაში წუხელ ჩამომხრჩვალი იპოვეს.

რა მოხდა, რეალურად არავინ იცის. მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.  ჩემის მხრივ, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ  თვითმკვლელობის ფაქტზე.

რამოდენიმე დღის წინ, ბლოგ ,,ცისარტყელას” მიერ გავრცელებული ნიუსის შემდეგ, ირაკლისთან დაკავშირება ფბ_ს მეშვეობით ვცადე, მაინტერესებდა კონკრეტული პასუხი ,,გეი ევროპა2011″_ს კონკურსთან დაკავშირებით, თუმცა მან არ ისურვა ამ თემაზე საუბარი.  რამდენად უკავშირდება კონკურსი ან სტეფან კოენის საქმე, 26 წლის ბიჭის თვითმკვლელობის ფაქტს, ამას გამოძიება დაადგენს.

Tog 10 გეი ფილმი

ქვემოთ ჩამოთვლილ ათეულში, მოხვდა ის ფილმები, რომლებსაც ვთვლი რომ საუკეთესოა ამ თემატიკაზე შექმნილ სხვა ფილმებთან შედარებით.  არ არის აუცილებელი, გხიბლავდეთ ან არ გხიბლავდეთ გეი სიუჟეტზე გადაღებული ფილმები, ეს ის ჩამონათვალია, რომელიც აუცილებლად ღირს ერთხელ მაინც ნახოთ.  შთაბეჭდილებების გაზიარება, კი პოსტის ქვემოთ, კომენტარებში შეგიძლიათ 😉 ველი თქვენს შეფასებებს!

10. c.r.a.z.y. ( 2005)

Continue Reading »

მანქის პოსტმა ბევრი შთააგონა, თავის ბოზობა არ ბოზობის შესახებ დაეწერა. ყველამ, ასე თუ ისე, კარგად გაართვა თავი, ვნახოთ რა გამომივა მე 😉

ჩემს პოსტში, სიტყვა ბოზი, ჩავანაცვლე სიტყვით პიდარასტი. ვფიქრობ ეს, იგივე მნიშვნელობისაა ჩვენი ორიენტაციის ბიჭებში, რა მნიშვნელობასაც სიტყვა ბოზი ატარებს გოგოების შემთხვევაში.

გამარჯობა, შენ ჩემი ბლოგი ნახე, არ კითხულობ ჩემს პოსტებს, უბრალოდ გგონია რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ ფბ_ზე , გეი ბიჭი გამატებს. ხედავ მის წელსზემოთ შიშველ ფოტოს და პიდარასტი გგონია. ხსნი, სპეციალურად ჩემთვის,  ახალ პროფილს ფბ_ზე, მამატებ და მწერ – უნი თუ პასი? ფიქრობ დამკერავ, იმიტომ რომ პიდარასტი გგონივარ.

გამარჯობა, შენ ბლოგერი ხარ. ბლოგერების გვერდზე  თამაში წამოვიწყეთ, ვკაფიაობთ, ვწერთ სახალისო ლექსებს. მე  სტროფი მოგიძღვენი, გავრითმე რომ სიამოვნებით ვიჟიმავებდი შენთან,  გაგინათდა თვალები, შეიფერე, წარმოიდგინე როგორ მჟიმავ და როგორ გიტყდება, მერე სამი დღე იხვერწებოდი ან მე მაცადეთ ან იხმარეთ გეი ბიჭი ვინმემო, ეს იმიტომ რომ პიდარასტი გგონივარ.

გამარჯობა, შენც ბლოგერი ხარ, ხედავ რომ ისე არ ვფიქრობ როგორც ყველა, ხედავ რომ სექსუალური განათლება არ მაქვს, ამჩნევ რომ პატარა ვარ, მაგრამ შენც პიდარასტი გგონივარ.

გამარჯობა, შენ ჩემი ძმა ხარ, შენსავით მუდამ წელზე მოჭერილი შარვალი არ მაცვია, ხედავ რომ ყოველთვის მიჩანს ტრუსის რეზინი, ზოგჯერ წითელი, ზოგჯერ მწვანე, ზოგჯერ ჭრელი – შენ პიდარასტი გგონივარ.

გამარჯობა, შენ მამაჩემი ხარ, გიკვირს რომ არასდროს მყოლია შეყვარებული ისევე როგორც შენს უფროს ვაჟკაცს, არასდროს მითხოვია ფული –მამა ბოზებში მივდივართქო.    შენ პიდარასტი გგონივარ.

გამარჯობა, შენ ტაქსის მძღოლი ხარ, ღამის პირველ საათზე, ერთი უბნიდან მეორეში წასვლას გთხოვ. დანიშნულების ადგილზე ჩემი შეყვარებული ბიჭი მხვდება და ფულს ის გიხდის. შენ გულში ფიქრობ, ფუ ეს პიდარასტებიო.

გამარჯობა, შენ ჩემი პარიკმახერი ხარ. ყოველთვის გეზარება მომემსახურიო, იმიტომ რომ ხელით შეჭრას გთხოვ.  ყველა მოძრაობას გიკონტროლებ და უამრავ რჩევებს გაძლევ, რა როგორ გააკეთო. შენ ხედავ რომ ასე სხვა ბიჭები არ აკეთებენ, შენ დეიდა პარიკმახერი ხარ და გგონია რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობათ, თქვენ ჩემი კურსელები ხართ, ხედავთ რომ თქვენსავით გამოწკეპილ ზმანზე არ ვდგევარ. მაცვია ვარდისფერი მაისური, ,,ბუტირლკა” შარვალი და მწვანე კეტები.  თქვენ ფიქრობთ როომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობათ, თქვენ ცემი ძმაკაცები ხართ, ვერასდროს გიქაჩავთ დალევაში, არასდროს დაგყვებით ,,ნაშებში”, არ ვიცი მანქანის ტარება და წვრილ  MM_ს ვეწევი. თქვენ პიდარასტი გგონივართ.

გამარჯობა, შენ ამ პოსტს კითხულობ და მაინც პიდარასტი გგონივარ!

P.S. კომენტარები წავიკითხე და თავი მოვალეთ ჩავთვალე აქვე განმემარტა. პოსტი ეძღვნება იმათ აზროვნებას, ვისაც მსგავსი აღწერილობის და მონაცემების ტიპები გეები გონიათ. ზუსტად ვიცი ასეთი აზროვნების ადამიანები, განსხვავებული ორიენტაციის მქონე ბიჭებს რომ პიდარასტებს ეძახია. მათივე განმარტებით, პიდარასტია ბიჭი რომელიც ყველასთან, ყველგან და ყოველთვის ჟიმაობს ან ჟიმავენ უკანალში.

საზოგადოებისგან, ყურადღების მიქცევის ორი უმთავრესი  საშუალება არსებობს.  პირველი,  იყო კეთილი და იღვწოდე სხვათა საკეთილდღეოდ და მეორე,  იყო რაიმე განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული შემომქმედი (მხატვარი, პოეტი, მწერალი …).  სხვა შემთხვევაში, წარმოუდგენლად შეუძლებელი მეჩვენება, გახდე და დარჩე საქართველოში მუდამ აქტუალური.

ხმაურიანი სათაური, დიდი ძუძუები და სახელად ლალი – კი საკმარისია იმისთვის,  წიგნი წლის ბესტცელერი იქცეს პატარა ქალაქში, სადაც თვლი, რომ ხალხს სექსი არ აქვს.   ძნელი წარმოსადგენია, სხვა ინტერესები ჰქონდეს მოროშკინას, გარდა იმისა, იყოს ყურადღების ცენტრში და იშოვოს რაც შეიძლება მეტი ფული.  წიგნი არ წამიკითხავს, თუმცა უკვე გავეცანი საზოგადოების გამოხმაურებას და ამ ყველაფერზე ლალის რეაქციებს, რითაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,  რეალურად რაზე წუხს ,,ნაშოჩკა”.

“რომანში დაკონკრეტებული არ არის ქვეყანა და ქალაქი. მთავარი გმირი ჟურნალისტია, რომელსაც მობეზრებული აქვს მსუბუქ თემებზე მუშაობა. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე რომანის გმირებში საკუთარ თავს აღმოაჩენს. წიგნში იმ მძიმე პრობლემებზეა საუბარია, რომელიც ჩვენს ქალაქს რეალურად აწუხებს. თუმცა, ნახსენები, კონკრეტულად თბილისი და საქართველო არ არის, რადგან ამ ქალაქს იმ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ, რომლითაც ეს წიგნი იწყება. თბილისი ამ სიბინძურისთვის მეცოდება, ამიტომ ვახსენებ როგორც პატარა “ენ” ქალაქს”

ლალი

ყველაფერი მისაღები იქნებოდა ჩემთვის, რომ არა წიგნის ავტორის სახელი და გვარი. ვერ ვხვდები, რატომ უნდა გვიკითხავდეს მორალს ქალი, რომელიც თავად არის ამ ჭაობში ჩაფლული, თავად არის ჩვენი ქალაქის ყველა სიბინძურეში გახვეული.  რატომ ხდება, რომ ჩვენთან ყოველთვის ის ყვირის, ვისაც საკუთარი თავის დაფარვა სურს?  – აქტიური ჰომოფობები თავად არიან ფარული ჰომოსექსუალები, აქტიური მორალისტები – თავად ამორალურები, აქტიური ოპოზიცია – თავად ხელისუფლებასთან შეკრული, აქტიური “ლიტერატორები” – უნიჭო და გაუნათლებლები…

ამ კომენტარებიდან კარგად ჩანს, რომ მოროშკინას განა რაიმე აღელვებს და აწუხებს, არამედ სხვისი დაცინვა და შეურაცხყოფა სურს.  ლალის ვურჩევდი,  საკუთარ სექსუალურ ფანტაზიებს მიხედოს, მისი ჭკუის დასარიგებელი,  თუნდაც უკანასკნელი მეძავი იყოს, არავინაა. ვფიქრობ ამ ქალს, ასაკის მატებასთან ერთად, სექს პარტნიორები აკლდება და ძალიან შეაწუხებულია საკუთარი უსექსობით, ჩვენს პატარა ქალაქში.

ლაილი მოროშკინას ქვეყანაა ესო და რაღა გასაკვირია თუ წაკუზულად ეჩვენება?! თავად ხომ მუდამ წაკუზულის ვიდზე დგას! თუმცა რა პრობლემაა, იცვალოს საყვარლები, წაიკუზოს და წამოიკუზოს – როგორც უნდა, სადაც უნდა და რამდენჯერაც უნდა, მაგრამ, გამაღიზიანებელი ისაა, მორალზე საუბარს რომ იწყებს!

პრობლემა ის კი არ არის რომ ქვეყანაში მოროშკინასნაირი “მსუბუქი ყოფაქცევის ქალები” არიან, ასეთი ქალები ყველა დროსა და ქვეყანაში იყვნენ, ბოლოს და ბოლოს მეძავობა უძველესი პროფესიაა.  პრობლემა ის არის რომ ასეთ ქალებს ყველა ასპარეზი აქვთ იმისთვის, რომ თავიანთი აზრები საქვეყნოდ გამოიტანონ და  ჩვენდა სამარცხვინოდ, ქვეყანაში პროგრესისა და ცივილიზაციის შემომტანად იქცნენ !

გეი love ტესტი

ერთ–ერთ პორტალზე, წავაწყდი საჩემო ტესტს, რომელიც მარწმუნებდა, რომ მისი შევსების შემთხვევაში, ზუსტად მეტყოდა, რამდენად კარგად ვიცნობ ჩემს bf_ს და რამდენად წრფელია ჩვენი სიყვარული. ტესტში მოყვანილია 22 კითხვა და მე უნდა ამომერჩია მხოლოდ ისინი, რომელზეც პასუხები აბსოლუტურად ზუსტად ვიცი. ვნახოთ რა გამომგვივა  🙂

1. რას ჭამს საუზმეზე?
2. რა მუსიკა მოსწონს?
3. რომელია მისი საყვარელი წიგნი?
4. რომელია მისი საყვარელი კერძი?
5. სპორტის რომელი სახეობა მოსწონს?
6. რა მოსწონს შენს გარეგნობაში და რა არა?
7. რა განათლება აქვს მიღებული?
8. როგორ ისურვებდა შვებულების გატარებას?
9. რა ჰქვიათ მის მშობლებს?
10. შენი მეგობრებიდან ვინ ესიმპატიურება ყველაზე მეტად?
11. თქვენი საერთო ნაცნობებიდან ვინ აღიზიანებს ყველაზე მეტად?
12. წელიწადის რომელი დრო უყვარს?
13. ჩაიში ან ყავაში რამდენ შაქარს იყრის?
14. შენი ჩვევებიდან რა აღიზიანებს ყველაზე მეტად?
15. აქვს თუ არა მხედველობის პრობლემები?
16. რა უფრო მეტად მოსწონს – ძაღლები თუ კატები (ვარიანტის სახით – ვერ იტანს ცხოველებს)?
17. რა არის მისი სანუკვარი ოცნება?
18. მოსწონს თუ არა თავისი სამსახური?
19. რომელია მისი საყვარელი მულტფილმი?
20. იცის თუ არა ცურვა?
21. რომელია მისი საყვარელი ფილმი?
22. რომელია მისი საყვარელი ფერი?
Continue Reading »

%d bloggers like this: