Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

STIV & STOK – BNG

… სხეული უზარმაზარი გაუხდა, ღიპი დაედო. ხარბად ჭამდა, ბევრს იცინოდა, ხუმრობდა, მხიარულობდა. დაუდევრად ეცვა, სახელოებზე და შარვალზე მუდამ სიგარეტის ფერფლის კვალი ჰქონდა, განუწყვეტლივ, ზედიზედ რომ ეწეოდა. ასთმა სჭირდა და სახე სულ აჭარხლებული ჰქონდა, შუბლი ოფლით დაცვარული. მისი სუნთქვა კი მუსიკის რაღაც ნაირსახეობაში გადაზრდილიყო…

– რას ბოდავ სტივ?

– რა გინდა?!

– ვის ჭირს ასთმა და ვის დაედო ღიპი შეჩ?

– ისმაილს

– ისმაილი ვინაა ბიჭო?

– ოო მაცადე რა, უბრალოდ ხმამაღლა ვკითხულობ!

– რას კითხულობ სტივ?

უმ ჰაშიმის კანდელს

– ბევრი დაგრჩა? : (

– რა იყო რო?

– არაფერი საუბარი მინდა შენთან.

– ვსო მოვრჩი და მიდი ჰა მესაუბრე!

– რაზე გესაუბრო? : (

– შენ არ თქვი საუბარი მინდა შენთანო? ხო და რაზეც გინდა იმაზე მესაუბრე!

–აუ მიდი რა რამეზე მესაუბრე : (

– კარგი! : ) ხო და რამეეე. რამემ, რამეო, რამეს და რამე.  რაო, რამემ რამეო?  რამემ რამეს რამეოო და რამე? ხო რამეო!

– აუუუუუუუუუუუუუ :@ მოკეტე რააააააააააააააააა

– : D რა გინდა შეჩ, ,,რამეზეო” და მეც ნახე რა საინტერესო რამეს გიყვებიი?! 😀

– :@

– ხო კაი კაი : * მოდი მაშინ ძველებურად, BNG _ს პოსტები განვიხილოთ ; )

Continue Reading »

ძმა–კაცური სიყვარული

ახალი წლის დღეებში, ბევრ ჩემს ძმაკაცს ჩავეხუტე, მოვესიყვარულე. ნამდვილი, სუფთა მეგობრული გრძნობით. თუმცა ერთ რამეში დავრწმუნდი, ძმაკაცური სიყვარულის, ასეთი ფორმით გამომჟღავნება, ქართველებს მხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ შეგვიძია. არა და თუ დავფიქრდებით, ჩახუტებაში, მოფერებაში, კოცნასა თუ ალერსში, ცუდი არაფერია.

იყო დრო, როცა ქართელი კაცი, მხოლოდ მხარზე ამბორით ესალმებოდა და ამყარებდა ფიზიკურ კონტაქტს, თავისსავე სქესთან.  მაგრამ, ეს მაშინ იყო, როცა ქართელი ქალი მანდილს ატარებდა და მამაკაცს მისი შეხების უფლება არ ჰქონდა. დღეს XXI საუკუნეა, თანამედროვე, დემოკრატიულ, თანასწორუფლებიან ქვეყანაში ვცხოვრობთ და კიდევ უფრო საკვირველია, რატომ უჭირთ ბიჭებს ჩაეხუტონ ერთმანეთს, როცა ქუჩაში მომავალი ხუთი წყვილი გოგოდან, სამი ხელი–ხელ ჩაკიდებული მოდის?!

ამას წინათ, ჩემს მეგობართან დავრჩი. ღამით, ერთ ლოგინზე მოგვიწია დაწოლა. თავიდან, ორივეს ძალიან გვციოდა, მაგრამ ტანის ერთი ნაწილითაც ვერ შევეხეთ ერთმანეთს – აბა ,,პიდარასტებივით” ხომ არ ჩავეხუტებოდით და გვათბობდით ერთმანეთს?! – აი ასეთები ვართ ზოგჯერ ქართველები!

ყველანაირი სიყვარული უსქესოა! – ჩენ კი გვიჭირს, ძალიან გვიჭირს ამის აღიარება.

P.S.  პოსტი ბოლოს გთავაზობთ ქართელი ბიჭების სურათებს.  დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ დიდი შანსია, რომ მათ მხოლოდ მეგობრულად უყვარდეთ ასე ძალიან ერთმანეთი. 

Continue Reading »

ლგბტ დროშა ქართულად

სოციალურ ქსელ ფეისბუქში, ერთ–ერთმა მომხმარებელმა, ქართული დროში სკრეატიული ვარიანტი დადო, რომელითაც ლგბტ საზოგადოებისადმი მხარდაჭერა გამოავლინა.

ალბათ გაინტერესებთ როგორ შეხვდა ახალ წელს შეყვარებული გეი ბიჭი და აქვე გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მე ის წელს ჯერ არ მინახავს.

რატომღაც ასე გადავწყვიტეთ.

მხოლოდ ორი ვარიანტი იყო, 2012 წლის შემობრძანება ერთად აგვეღნიშნა. 

ჩემთან, ან მასთან ოჯახში, ისე როგორც საუკეთესო მეგობრები, ღვინის ჭიკის მიჭახუნებითა და ლოყაზე კოცნით მიგველოცა ერთმანეთისთვის დრაკონის წელის დადგომა.

ან, რომანტიულ გარემოში, მარტო მე და ის, შამპანიურის ჭიქებით ხელში, გუგულიანი საათის წლის ბოლო გაფართხალებას გაბმული კოცნით შევხვედროდით.

მოხდა ისე, რომ ვერცერთი ვარიანტით მოვიხიბლეთ და მხოლოდ ვირტუალურ მილოცვას დავჯერდით. ის საკუთარ სახლში შეხვდა ახალ წელს, მე კი მეგობრებთან ერთად გავაცილე 2011_ი.

გაინტერესებთ რატომ?

წარმოიდგინეთ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს, შენი ახდენილი სურვილი, შენი ანგელოზი და შენი ღვთაება, შენს წინ დგას ანთებული თვალებით, მას ხედავ და ისე ვერ ეხები, ისე ვერ იხუტებ გულშ, ისე ვერ კოცნი როგორც ამას რეალურად გრძნობ! დამიჯერეთ, ტანჯვაა ასეთ გარემოში შეხვდე ახალ წელს!

განმარტოვებით აღნიშვნა წლის პირველი დილის კი, კიდევ უფრო თვითგვემაა.  ხედავ როგორ ტკბება ირგვლივ მთელი სამყარო, ახალი წლის რომანტიკით, სრულიად საჯაროდ. როგორ უზიარებენ ერთმანეთის სიყვარულს ირგვლივ მყოფებს და ამ დროს, შენ სადღაც ჩაკეტილი, ეგოიზმით შეპყრობილი ადამიანივით, საკუთარ საჩუქარს, ხარბად, ყველასაგან მალულად ხსნი, გიხარია და ეწაფები!

ჩვენ არ ვართ ეგოისტები.  ჩვენ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ორი ბიჭი ვართ, რომლებსაც ყველაზე ძალიან თქვენთან, საზოგადოებასთან, ოჯახთან, მეგობრებთან სურს ამ სიყვარულის შეგრძნება და გამოხატვა.

ჩვენ თქვენ ყველანი გვიყვარხართ და სულმოუთქმელად ველით იმ მომენტს, როცა გახდებით მზად მიგვიღოთ ისეთები როგორებიც რეალურად ვართ!

ჩენი საახალწლო სურვილიც ესაა! სურვილების ასრულებას გისურვებთ ყველას : *

 

 

top 50 მოდელი მამაკაცი

2011 წლელი უკვე გავაცილეთ მაგრამ, ვფიქრობ საინტერესო იქნება ვნახოთ, ვინ იყო მოდის სამყაროში,  გასული წლის ყველაზე პოპულარული და აქტუალური სახე.

models.com_ის გამოკითხვაში, სხვადასხვა ბრენდმა მიიღო მონაწილეობა და სწორედ მათი შერჩევით, გამოვლინდა 2011 წლის ყველაზე მოდური 50 სახე.  ბლოგზე გაგაცნობთ, top–ჩამონათვალის ათეულს. დანარჩენი ,,ანგელოზები”  კი შეგიძლიათ models.com_ზე იხილოთ.

1.  Sean O’Pry

Continue Reading »

Dënver – Los Bikers

– სტივ, სტივ, სტიიივ!

– ჰოუ

– რა ჰოუ შეჩ : p ახალ წელს გილოცავ : *

– ოოო მაიცა რა, სულაც არ ვარ საახალწლო განწყობაზე : ( ან ეს ,,შეჩ” რაღაა?

– ,,შეჩ” სტივ არის შე–ჩე–მა_ს შემოკლებული ვარიანტი და მოდი ეხლავე განწყობაზე! რა გეტაკა?! : (

– გაჯ!

– რა ,,გაჯ?”

– გა–აჯ–ვი!

– ეეეეეეეეეეეეეე : (

– ხო კარგი კარგი : ) მეც გილოცავ დამდეგს : *

– ეგრე რა!  : * მოხვედი ხომ ხასიათზე?

– ცუდ ხასიათძე არც ვყოფილვარ სტოკ, უბრალოდ საახალწლო განწყობაზე ვერ ვართქო : (

– ხო და მაცადე ეხლა, მე შეგიქმნი განწყობას : ) აი ამას უყურე, მოუსმინე და ვნახოთ მერე ; )

Continue Reading »

სიმბას მანერული ბიძა

,,მეფე ლომი”  – ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი ანიმაციური ფილმია.  ბოლო ჯერზე, სულ რამოდენიმე დღის წინ ვნახე და ვფიქრობ საინტერესო აღმოჩენაც გავაკეთე.   ღრმა ბავშობაში, ვერც კი წარმოვიდგენდი,  დისნეის ამ დონის ნამუშევარში, თუნდაც პატარა დოზით, გეი თემატიკა თუ იქნებოდა ჩადებული. არ ვიცი, ,,მეფე ლომის” შემქმნელები ფიქრობდნენ თუ არა საერთოდ ამაზე, თუმცა ფაქტია, შეარის გმირი – საკმაოდ მანერული გამოუვიდათ.  თავს ვერ დავდებ, რომ სიმბას ბოროტი ბიძა, გეი ლომია, მაგრამ მაინც სახალისოდ მოგეჩვენებათ ეს უცნაური ექსპერიმენტი რომელზე დაკვირვებაც არც თუ ისე რთულია.  ვნახოთ რა გამომივიდა 🙂

Continue Reading »

უკვე მივეჩვიეთ, ქართული საზოგადოების საკმაოდ არაადეკვატურ რეაქციას თითქმის ყველა საკითხზე. დღეს ლერი ბექაურის ირგვლივ ატეხილ, საკმაოდ არაჯანსაღ გამოხმაურებას მინდა შევეხო. დიდხანს ვიკავებდი თავს, რაიმე დამეწერა ამ თემაზე.  მითუმეტეს თავის დროზე ვცადე და დიდი უარი მივიღე თავად ,,ნიჭიერის” მონაწილესგან.  ბექაურს დავუკავშირდი, ავუხსენი ვინ ვარ, რომ მინდა თემის ირგვლივ პოსტი გამოვაქვეყნო ბლოგზე, მაგრამ მან უარით გამისტუმრა – თუ გინდა ჩემი ჩაწერა, შემხვდი და  მშვიდ გარემოში ვისაუბროთო.

ლერის და მე, საერთო მხოლოდ ის გვაქვს, რომ ორივე არატრადიციული ორიენტაციის ვართ, სხვა მხრივ, განსხვავება კი საკმაოდ დიდია. სწორედ მისი ცხოვრების წესის, მისი შეხედულებების და არაჯანსაღი აზრების გამო, არ ჩავთვალე საჭიროდ, ჩვენი კონტაქტი ,,ლაივში” შემდგარიყო.  ბლოგის არსებობის დღიდან, ვმალავ საკუთარ ვინაობას და ამას, ჩემის მხრიდან, აქვს გამართლება .

მოკლედ ინტერვიუ არ შედგა. სამაგიეროდ ლერიმ მიიღო ის რაც სჭირდებოდა. თემას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა პრესაში და ტელევუიზიაშიც. რამოდენიმე დღის წინ კი, ექსკლუზივების მოყვარულ შოუშიც  ვიხილეთ გარყვნილი გეის, კიდევ ერთი Coming out.

კესო, სექსო დღეს უკვე ლერი. დიახ ეს ჩვენი შეცდომაა! იდეაში ანტიჰომოფობიური სიუჟეტებს, მსგავსი ადამიანების ცხოვრების წესის აფიშირებით, ქართველი საზოგადოება,   ნებით თუ უნებლიეთ,  კიდევ უფრო დიდ ჩიხში შეყავთ  ჩვენი ტელევიზიების ბოსებს!

ქადაგებენ – მივიღოთ ისინი, ვიმეგობროთ მათთან, ასეთებიც არსებობენ და ეს ცუდი არ არის – სინამდვილეში, დაცინვა და ფარული ზიზღი, ყველაზე მეტად იკითხება მსგავსი ადამიანების პათოსში!

კონკრეტულად ნანუკას შოუში, თემა საკმაოდ უცნაურად განიხილეს და ეს მოსალოდნელიც იყო ჩემთვის, როცა გაირკვა, ვინ ჰყავდათ რესპონდენტი.  საკითხავია,  რეალურად აინტერესებდა თუ არა დასმულ კითხვებზე პასუხი გადაცემის წამყვანს, თუ ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ   კიდევ ერთთხელ,  კონკურენტი ტელევიზიისთვის  დაეწერათ მინუსი?!  აშკარაა, მეორე ვარიანტი მეტად საგულისხმოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი კითხვები, უადგილო უნდა ყოფილიყო ადამიანისთვის, რომელიც სრულიად უნიჭოდ, მთელი ქვეყნის დასანახად აქნევს უკანალს.  თვლის რომ,  მახინჯია სულიერად და რომ მასთან მეგობრობა, კიდევ უფრო სახიფათოა.

სხვა თემაა, რეალურად რა პასუხები უნდა გაეცეს ნანუკას კითხვებს და სჭირდება თუ არა საზოგადოებას ამის ცოდნა?! რათქმაუნდა სჭირდება და კარგი იქნება თუ ამაზე დავფიქრდებით, თუმცა გასათვალისწინებელი ერთია, ჰომოფობიის დამარცხებაში და მის წინააღმდეგ ბრძოლაში,  ტავად ჰომოსექსუალებისგან არ უნდა ითხოვდე დახმარებას.

პირველი და უმთავრესი მოთხოვნა, ქართული საზოგადოებისგან მასობრივი   Coming out. მაშინ როცა არავინ იძლევა გარანტიას რომ მიგიღებენ ისეთივეს როგორიც ხარ.  უცნაურია, აპიარებენ ადამიანებს, ვინც უბრალოდ ვერ ახერხებს, დამალოს თავისი ,,არაჩვეულებრივობა” და მაგალითად მის ცხოვრების წესს გვიდებენ ცხვირ წინ.

აი ასე ქენით, აი ასე მოიქეცით, დაგვენახეთ, გაგვეცანით და მერე ვიმსჯელებთ თქვენს საკითხზეო – ეს გგონიათ რეალური გამოსავალი? ძალიან ცდებით! საქმე იქამდე მივა, რომ საკუთარი შვილები დაგიწყებენ თამაშს, ისე იჟიმავებენ თავიან სქესთან, ისე გაირყვნებიან, აზრზეც ვერ მოხვალთ!

თქვენ ჩვენზე მეტად გჭირდებათ დამარცხებული იყოს საქართველოში ჰოპმოფობია!

თუ არც გინდათ რაა – პოზიოცია თქვენთვის უფრო დამღუპველია და გირჩევთ დაფიქრდეთ. ჩვენ თამაში არ გვეშლება, ჩვენ ბოლომდე დავიმალებით მაგრამ, ის მაგალითები, რასაც წინ დებთ, კიდევ უფრო გარყვნის და დაამახინჯებს თქვენივე შვილების სულებს, რაც ასე საგანგაშოთ გეჩვენებათ.

შეხედეთ ევროპას, ნახეთ რა ხერხებით ებრძვის მსოფლიო ჰომოფობიას. სად დაინახეთ რომ ლერის, კესოს ან სექსოს  დარ ადამიანებს აპიარებენ?  რატომ ფიქრობთ რომ გარყვნილება უმთავრესი წესია ჩვენი ცხოვრების და რომ ამ მხრივ უნდა მოხდეს ჩვენს მიმართ სოლიდარობა?

ფიქრობთ რომ შიშველი ქალის ეროტიულ ცეკვაზე, შვილებს თვალებზე ხელი უნდა ააფაროთ და ლერის ცეკვა საგანგებოთ აჩვენოთ რომ ჰომოფობი არ გაგეზარდოს?  დაე ასე მოიქეცით, თქვენ უკვე დაღუპული ხართ!

ირაკლი ქუთათელაძე, პირველად ფართო მასებმა, 2008 წლის ჯეობართან და მის გეი მონაწილე –  პაკოსთან მომხდარი სკანდალის შემდეგ გაიცნო.  მაშინ, 23 წლის ირაკლი, რუსთავი2_ს მიერ უარყოფილი  მეგობარის,  პაკოს  პიარ მენეჯერად მოგვევლინა და მის იმიჯზე დაიწყო ზრუნვა.

სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ირაკლი ქუთათელაძის  Coming out. მაშინ ახალგაზრდა ბიჭმა, პირველად განაცხადა ტელევიზიის ეთერით, რომ ბისექსუალია და ამით ამაყობს.

როცა იცი რომ შენ ხარ რაღაც მხრივ განსხვავებული, არასრულფასოვანი მამაკაცი, გაქვს რაღაც შიში. მე ერთადერთი რამის მეშინია, მეშინია ღმერთის. იმის რომ ოდესმე წავრსდგები მის წინაშე და არ ვიცი რა მელის.  ყოველთვის დავდივარ ეკლესიაში, ვცდილობ დავესწრო წირვას, ლოცვებს, მე ვარ და ვიქნები მუდამ ქრისტიანი, მიუხედავად იმისა რომ არ ვარ ტრადიციული ორიენტაციის.

ჩვენც ვართ ისეთივე ადამიანები, როგორც დანარჩენი სხვა ყველა. ვსვამთ იმავე წყალს რასაც სხვები, ვიკვებებით იმავე საკვებით, რითაც სხვები და ვსუნთქავთ იმ ჰაერს როგორც ყველა.  ერთადერთი ჩვენ იმით განვსხვავდებით, რომ ვართ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები და ეს არ არის ნაკლი!

ირაკლი – 2008 წ.

ამ სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა.  აღიარებამ, როგორც მისი მეგობრები ამბობენ  და თავადაც აღნიშნავდა, პირიქით ხელის შემწყობი აღმოჩნდა ირაკლის ცხოვრების უკეთ წარმართვაში.

სამწუხაროდ ვერ დავადგინე  რატომ არის სიუჟეტში ირაკლი სხვა გვარით.  იგი ქუთათელაძეა და გვრი არასდროს გამოუცვლია. შეიძლება თავად  ჟურნალისტს გაეპარა შეცდომა, სახვა ახსნა უბრალოდ ვერ მოუძებნე ამ ფაქტს.

მოგვიანებით ირაკლის სახელმა გაიჟრერა სასტუმრო მარიოტში მოკლული სტეფან კოენის საქმესთან დაკავშირებით, სადაც იგი ამ ფაქტის კიდევ უფრო დეტალურ გამოძიებას ითხოვდა.  ირაკლის თქმით, სტეფანი მისი მეგობარი იყო და განაცხადა რომ ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვებოდა.

ბოლო სიახლე, ირაკლისთან დაკავშირებული, ბლოგ ,,ცისარტყელაზე” გაჩნდა, რომელიც იუწყებოდა ქუთათელაძის შესაძლო გამგზავრებას ,,გეი ევროპა 2011″_ზე.

დღეს გავრცელებული ინფორაციით კი, ასათიანის ქუჩაზე 26 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ირაკლი ქუთათელაძე მეგობრებმა ბინაში წუხელ ჩამომხრჩვალი იპოვეს.

რა მოხდა, რეალურად არავინ იცის. მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.  ჩემის მხრივ, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ  თვითმკვლელობის ფაქტზე.

რამოდენიმე დღის წინ, ბლოგ ,,ცისარტყელას” მიერ გავრცელებული ნიუსის შემდეგ, ირაკლისთან დაკავშირება ფბ_ს მეშვეობით ვცადე, მაინტერესებდა კონკრეტული პასუხი ,,გეი ევროპა2011″_ს კონკურსთან დაკავშირებით, თუმცა მან არ ისურვა ამ თემაზე საუბარი.  რამდენად უკავშირდება კონკურსი ან სტეფან კოენის საქმე, 26 წლის ბიჭის თვითმკვლელობის ფაქტს, ამას გამოძიება დაადგენს.